რა არის ეს?

ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ ერაში, სადაც ინფორმაციული ნაკადი დღითიდღე იზრდება. როგორც "მდიდარი მამა" ამბობდა (რ.კიოსაკი) - დრო, ყველაზე ღირებული აქტივია. ყოველწლიურად, მსოფლიოში ასობით საინტერესო წიგნი გამოიცემა. გაიხსენეთ, რამდენი "mustread" წიგნის კითხვა დაგიწყიათ და მიგიტოვებიათ შუა გზაზე, ან ჯერ კიდევ არ ჩაგიკითხავთ ბოლომდე. მიზეზი შეიძლება იყოს ათასგვარი - არ გყოფნით დრო, ან წიგნმა ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინი. ჩვენთან წიგნებს არა მხოლოდ სიამოვნებისთვის, არამედ პროფესიული უნარების კიდევ უფრო განსავითარებლად კითხულობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც ყველა დროის საუკეთესო წიგნებს მოვუყარეთ თავი. ექსპოზიცია შედგება 8-15 გვერდისგან, სადაც წიგნების ძირითადი და ღირებული იდეებია გადმოცემული. Read ITის შემოკლებული წიგნის წაკითხვისას თქვენ სრულად გაიზიარებთ ავტორის გამოცდილებას და გაეცნობით წიგნის არსს.

ვინ არიან Read IT -ის მომხმარებლები?

მენეჯერები და სხვადასხვა რგოლის ხელმძღვანელები

კერძო ბინზესის მფლობელები და ისინი, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს

სტუდენტები. ისინი, ვინც სწავლობენ უცხო ენებს და სურთ დაეუფლონ ბიზნესის ენას

ერუდირებული ადამიანები, ვისაც სურთ კიდევ უფრო გაიფართოვონ მსოფლმხედველობა

კომპანიები, რომლებიც აფასებენ და ყურადღებას აქცევენ თანამშრომლების განვითარებას

როგორ მუშაობს?

რეგისტრაციის ფორმის შერჩევის შემდეგ, გამოწერის მთელი პერიოდის განმავლობაში, თქვენ გეძლევათ სრული წვდომა საიტის ყველა მასალაზე, ყოველკვირეულ განახლებასა და ახალ წიგნებზე. გარდა ამისა, წიგნის მოკლე ვერსიის წაკითხვის შემდეგ, საშუალება გეძლევათ გაიაროთ შესაბამისი ტესტი, რაც მიღებულ ცოდნას კიდევ უფრო გაგიმყარებთ.

მოიწვიეთ მეგობრები
და მეტი...
იშოვე ფული გაგზავნილი მოწვევებისგან