მდიდარი მამა, ღარიბი მამა

მდიდარი მამა, ღარიბი მამა

საზოგადოების განკითხვის შიშმა გვაიძულა ის, რომ გავთავისუფლდითთაგვების რბოლისგანდა გავმდიდრდით.

უმეტესობა ჩვენთაგანმა იცის სიტყვის „თაგვების რბოლა“ მნიშვნელბა, რა პასუხს გავცემდით მისი განმარტება, რომ ეთხოვათ? არის მხოლოდ ერთი ახსნა - „მუშაობის უვადო რეჟიმი“.  რაც ნიშნავს, რომ თქვენ ასრულებთ სრულ სამუშაოს, მაშინ როდესაც სვები - ხელისუფლება, ფულის ამოღების აგენტები და თქვენი ბოსები ანაზღაურების „ლომის წილს“ იღებენ. 

ჩვენ, როგორც წესი „თაგვების რბოლას“ ვუწოდებთ იმას, რისი ნაწილიც ვართ. ამასთან ამ მოვლენაზე ვსაუბრობთ, როგორც პროცესზე, რომელიც გვძულს. მაშინ, რატომ ვაგრძელებთ „თაგვების რბოლას“?

იმიტომ, რომ უმეტესობა ჩვენთაგანს ეშინია გაკიცხული არ იქნას საზოგადოებისგან... ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ფრაზა: „ისწავლე სათანადოდ, რომ მიიღო კარგი ცოდნა, თორემ ვერ მიიღებ შესაბამის სამსახურს“.

ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ამ ფრაზას, მაშინაც კი, როდესაც ვთლით, რომ უკვე მოძველებული რჩევაა და ძველი თაობის იდეაზეა დაფუძნებული. თუ მას მივყვებით, გამოდის, რომ კოლეჯის დასრულების შემდეგ უნდა მიიღოთ სამსახური, იმუშაოთ ერთსა და იმავე კომპანიაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და წახვიდეთ პენსიაზე, მცირე განაკვეთით. დღეს, ეს აღარ წარმოადგენს ცხოვრების რეცეპტს, რომელიც ათავისუფლებს ფინანსური ბრძოლისგან ან სიღარიბისგან.  

სიართლე იმაშია, რომ თქვენ შეიძლება კარგად ისწავლოთ, ჩააბაროთ კარგ სკოლაში და მიიღოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური, ისე რომ საერთოდ არ გქონდეთ ფინანსური ზრდა, რადგან ჯერ ისევ „თაგვების ბრბოლის“ მონაწილე ხართ. გამდიდრდნენ თქვენი ბოსები და არა თქვენ.  

მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გვჯერა, ზემოდასახელებული ფრაზის, რომელიც ბავშვობიდან ჩაგვიბეჭდეს. შედეგი? ჩვენ თავს ავარიდებთ სიღარიბეს, მაგრამ ვერ გავმდიდრდებით.  

You can read the whole summary  "Rich Dad, Poor Dad" in Georgian  (online)  here.

 


ყველა სიახლე