ძიების შედეგი "%20%F0%9F%8C%B3%20Ivermectin%20For%20Humans%20Where%20To%20Buy%20Canada%20%E2%9E%A1%EF%B8%8F%20www.Ivermectin-Stromectol.com%20%E2%AC%85%EF%B8%8F%20Ivermectin%20For%20Lice%20In%20Humans%20%F0%9F%94%B7%20Ivermectin%203%20Mg%20Tablets%20Canada%20-%20Ivermectin%206mg%20Online%20Canada"
იასამნისფერი ძროხა
კარგი პროდუქტის ქონა, ხშირად აღარ არის საკმარისი. ჩვენს ირგვლივ იმდენი რეკლამა და ისეთი „საინფორმაციო ხმაურია“, რომ ჩვენი ცნობიერი უბრალოდ უარს ამბობს სარეკლამო გზავნილების აღქმაზე. იმისათვის, რომ „ფილტრში მოვხვდეთ“, რომლითაც თანამედროვე მომხმარებელი გარე სამყაროსგან იცავს თავს, საჭროა რაიმე გამორჩეული, მაგალითად იასამნისფერი ძროხა.
ლურჯი ოკეანის სტრატეგია
ლურჯი ოკეანეს სტრატეგია, ყველაზე ცნობილი წიგნია სტრატეგიაში, რომელიც 40 ენაზეა ნათარგმნი. მას საფუძველში უდევა არტივი იდეა: კონკურენტის დამარცხების საუკეთესო მეთოდია, შეწყვიტოთ მასთან ბრძოლა. „სტრატეგიის“ ავტორები დარწმუნებული არიან - საჭიროა გვერდზე გასვლა და რაიმე სრულიად ახალის გამოგონება. აი მაშინ „ლურჯი ოკეანეს“ მშვიდ წყლებში, თქვენი ბიზნესი სასურველ შედეგს მიაღწევს. ჩან კიმი და მობორნი გვთავაზობენ კომპანიის კონკურენტული სტრესიდან ახალ ბიზნეს-მოდელში გადაყვანის დეტალურ ინსტრუქციებს.
Word of Mouth Marketing
„სიტყვიერი რეკლამა“ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ კომმპანიის ირგვლივ დადებითი ჭორები და საუბრები უფრო ეფექტურ ინსტრუმენტად, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაა. მაგალითების სახით და საჭირო ინსტრუქციებით ეს წიგნი აღწერს თქვენი პროდუქტის შესახებ დადებითი საუბრების შესაძლებლობებს. პრინციპში წიგნი მოგვითხრობს უფასო სიტყვიერი ან წერითი რეკლამის შესახებ, რომლის მეშვეობითაც კმაყოფილი მომხმარებკები უყვებიან სხვებს, თუ რატომ მოწონთ ესა თუ ის პროდუქტი ან მომსახურება. „სიტყვიერი რეკლამა“ რეკლამის ისეთი ფორმაა, სადაც ადამიანები უფრო მეტად გამოხატავენ ნდობას, რადგან ადაიანი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობს, აკეთებს ამას ყოველგვარი სარგებლის გარეშე.