ძიების შედეგი " %F0%9F%8E%88 Cheap Stromectol %F0%9F%8F%85 www.Ivermectin4Sale.com %F0%9F%8F%85 Stromectol Over The Counter Buy %F0%9F%8D%93 Ivermectin Stromectol Cancer . Order Stromectol Online For Humans"
ომის ხელოვნება
მზემ არა მხოლოდ სამხედრო საქმეში ბევრად გაუსწრო დროს. „ომის ხელოვნება“ - პირველი წიგნია, რომლემაც ჯაშუშობის თეორიის საფუძვლებია აღწერილი (ეს წიგნი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამ სფეროს ერთადერთ ნაშრომად ითვლებოდა). წიგნში პირველად არის აღწერილი კონსტრუქციული ქაოსი, როგორც მოწინააღმდეგესთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგია (აღსანიშნავია, რომ მეცნიერ-მათემატიკოსები: პუანკარე, ა.ნ. კოლმგოროვი, არნოლდი, მოზესი - ქაოსის თეორიასთან მხოლოდ ХХ საუკუნეში მივიდნენ!).
მაღალეფექტიანი ადამიანების შვიდი უნარი.
თქვენ ხელთ გაქვთ უნიკალური წიგნი, რომელიც 73 ქვეყანაში იქნა გამოცემული 29 ენაზე, ჯამში 10 მილიონი ეგზემპლიარი. გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმს“ მას „საერთაშორისო ბესთსელერი N1“ უწოდა, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა - თითოეული იმ ადამიანის სამაგიდო წიგნად დაასახელა, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფვის. რითი მოინადირა სტივენ კოვის „შვიდი უნარმა“ დასავლეთ და აღმოავლეთ მსოფლიოს გულები, რომლებიც ისედაც მრავალფეროვანი ლიტერატურით არიან განებივრებული, ფსიქოლოგიის და ეფექტური მართვის საკითხებში?
ფრიკონომიკა. ეკონომისტის აზრი - დისერტაცია მოვლენებს შორის მოულოდნელ კავშირზე.
წიგნში მოცემულია მარტივი და გასაგები აზსნა იმის, რომ ეკონომიკა მარტო მოთხოვნა-მიწოდების მრუდე არ არის, ეკონომიკა პირველ რიგში არიან ის ადამიანები, ვინც მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებას ახდენს.
წიგნის ავტორებს ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტ სტივენ ლევიტს და ჟურნალისტ სტივენ დაბნერს, საოცარი უნარი აქვთ - ჩამოაყალიბონ და წინ წამოწიონ მარტივი, მაგრამ აქამდე გაუჟღერებელი იდეები. ისინი ემხრობიან თეზისს, რომ თანამედროვე სამყარო მარტივად ასახსნელი და შესაცნობია, რისთვისაც საკმარისია არსებულ კრიტერიუმებსა და საზომებთან ხელით შეხება (პირდაპირი გაგებით).
კონკურენტული სტრატეგია: კონკურენტების და კატეგორიების ანალიზის მეთოდიკა
კონკურენტული სტრატეგია კონკურენტების დეტალურ კვლევას გულისხმობს და აღწერს იმ საერთო სტრატეგიებს, რომლებსაც ბაზრის ლიდერის პოზიციების მოსაპოვებლად წარმატებული კომპანიები იყენებენ. ეს არა მხოლოდ იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როგორ მოვახდინოთ ბაზარზე კონკურირება, ასევე გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია კონკურენტების შესახებ ინფორმაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება.
ადამიანი უსახოდ. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი აღმასვლა.
წიგნში ჰესენი აღწერს პუტინს, როგორც ადამიანს, რომელმაც შეძლო გამოსულიყო კგბ-ეს რიგებიდან და შემდეგ არა მხოლოდ უბრალოდ დაბრუნებულიყო კომიტეტში, არამედ სათავეში ჩადგომოდა მას. ბორის ელცინმა ის თავის მემკვიდრედ დატოვა. პუტინმა ძალიან მალე გაანადგურა დემოკრატიის ყველა ჩანასახი რუსეთში და ნელ-ნელა გააძლიერა თავისი ავტორიტარიზმი ბრუტანულ დონემდეც კი.