ძიების შედეგი " ☄ Buy Ivermectin 6 Mg ☀️ www.Ivermectin-6mg.com ☀️ Ivermectin 6 Mg Over The Counter 🌸 Order Ivermectin 3 Mg Canada . Order Ivermectin Otc Uk"
დრაივი. რა გვიქმნის სინამსვილეში მოტივაციას?
დენიელ პინკის წიგნი - „დრაივ. რა გვიქმნის მოტივაციას სინამდვილეში“ - ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია მოტივაციის სფეროში, რაც კი მსოფლიოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწერა. წიგნი საფუძველშივე ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმ ფაქტორებზე, რაც მოქმედებს სამუშაოს შედეგებზე, შრომისადმი მოტივაციაზე, შემოქმედებაე. ყველა თავის აზრს ავტორი ამყარებს ადამიანი ქცევის ასეულ ფსიქოლოგიურ კვლევაზე.
დენის კინგი თავის წიგნში ყველაფერს თავდაყირა ატრიალებს. ის ქმნის მოტივაციის ფორმულას 3.0! მასთან ერთად თქვენი თანამშრომლები სამსახურში ისე ივლიან, როგორც ზეიმზე, ხოლო კადრების გადინება ნოლამდე დაეცემა.
ლურჯი ოკეანის სტრატეგია
ლურჯი ოკეანეს სტრატეგია, ყველაზე ცნობილი წიგნია სტრატეგიაში, რომელიც 40 ენაზეა ნათარგმნი. მას საფუძველში უდევა არტივი იდეა: კონკურენტის დამარცხების საუკეთესო მეთოდია, შეწყვიტოთ მასთან ბრძოლა. „სტრატეგიის“ ავტორები დარწმუნებული არიან - საჭიროა გვერდზე გასვლა და რაიმე სრულიად ახალის გამოგონება. აი მაშინ „ლურჯი ოკეანეს“ მშვიდ წყლებში, თქვენი ბიზნესი სასურველ შედეგს მიაღწევს. ჩან კიმი და მობორნი გვთავაზობენ კომპანიის კონკურენტული სტრესიდან ახალ ბიზნეს-მოდელში გადაყვანის დეტალურ ინსტრუქციებს.
პარტიზანული მარკეტინგი
პირველად წიგნი გამოცემული იქნა 1984 წელს, მარკეტინგის კლასიკად აღიარებული - წიგნი „პარტიზანული მარკეტინგი“ - მარკეტოლოგებისთვის აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის დგას. ეს სტრატეგია ხსნის, თუ როგორ შეუძლია შეძღუდული მარლეტინგული ბიუჯეტის მქონე მცირე ფირმებს, კრეატიულობის წყალობით, მსხვილ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია. ჯეი ლევინსონის განახლებულ წიგნში, გაცილებით გაფართოვებულია პარტიზანული ილეთების სია, მათ შორის დამატებულია რჩევები ინტერნეტ მარკეტინგის გამოყენების შესახებ. წიგნი რამდენიმე მილიონიან ტირაჯად არის გამოცემული, ხოლო ლევინსონის პარტიზანული მარკეტინგი, MBA-ის სასწავლო პროგრამაშია შეყვანილი.
მდიდარი მამა, ღარიბი მამა.
ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სკოლაშ ამერიკელი ბავშვები არი ღებულობენ საჭირო ინფორმაციას ფულზე, რადგან შემდეგ მთელი ცხოვრება მუშაობენ ფულისთვის, იმის მაგივრად, რომ ფული ამუშაონ საკუთარ თავისთვის. ის მკითხველს სთავაზობს ახლებურად შეხედოს ამ სერიოზულ პრობლემას და ბავშვებს ადრეულ ასაკშივე ასწავლოს ფულთან მოპყრობა, მანამ სანამ მათ ფულადი პრობლემები წარმოექმნებათ.
აინშტაინი
ავტორმა არა მხოლოდ დეტალურად და მარტივი ენით აღწერა ფარდობითობის თეორიის კონცეფცია და მისი აღმოჩენის ისტორია, არამედ მოგვითხრო აინშტაინზე - როგორც ადამიანზე. წიგნში უამრავი დოკუმენტური მასალაა მოწოდებული - წერილები, მოგონებები, დღიურის ჩანაწერები. ჩვენ წინაშე იხატება არაჩვეულებრივად ნიჭიერი, მეოცნებე და მეამბოხე, ჰუმანური და მოაზროვნე ადამიანის პორტრეტი.