ძიების შედეგი " ���� Ivermectin Dose For Scabies In Humans Uk ���� www.Ivermectin3mg.com ���� Buy Stromectol 6 Mg Online ���� Order Ivermectin 3mg Online Canada : Stromectol 3mg Pills Usa"
მაღალეფექტიანი ადამიანების შვიდი უნარი.
თქვენ ხელთ გაქვთ უნიკალური წიგნი, რომელიც 73 ქვეყანაში იქნა გამოცემული 29 ენაზე, ჯამში 10 მილიონი ეგზემპლიარი. გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმს“ მას „საერთაშორისო ბესთსელერი N1“ უწოდა, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა - თითოეული იმ ადამიანის სამაგიდო წიგნად დაასახელა, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფვის. რითი მოინადირა სტივენ კოვის „შვიდი უნარმა“ დასავლეთ და აღმოავლეთ მსოფლიოს გულები, რომლებიც ისედაც მრავალფეროვანი ლიტერატურით არიან განებივრებული, ფსიქოლოგიის და ეფექტური მართვის საკითხებში?
როგორ შევიძiნოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე?
„როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანებზე“ - დეილ კარნეგის ყველაზე ცნობილი წიგნია. წიგნი 1936 წლის 12 ნოემბერს არის გამოშვებული მსოფლიოს ბევრ ენაზე. წიგნში თავმოყრილია პრაქტიკული რჩევები და საყოფაცხოვრებო იტორიები. წელიწადზე ნაკლებ დროში მილიონ ეგზემპლიარზე მეტი იქნა გაყიდული (ჯერ კიდევ ავტორის სიცოცხლეში, მხოლოდ აშშ-ში 5 მილიონზე მეტზე წიგნი იქნა გაყიდული). 10 წლის განმავლობაში წიგნი „TheNewYorkTimes“-ის ბესთსელერების რიგებში იყო - ეს რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია.
ადამიანი უსახოდ. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი აღმასვლა.
წიგნში ჰესენი აღწერს პუტინს, როგორც ადამიანს, რომელმაც შეძლო გამოსულიყო კგბ-ეს რიგებიდან და შემდეგ არა მხოლოდ უბრალოდ დაბრუნებულიყო კომიტეტში, არამედ სათავეში ჩადგომოდა მას. ბორის ელცინმა ის თავის მემკვიდრედ დატოვა. პუტინმა ძალიან მალე გაანადგურა დემოკრატიის ყველა ჩანასახი რუსეთში და ნელ-ნელა გააძლიერა თავისი ავტორიტარიზმი ბრუტანულ დონემდეც კი.
დრაივი. რა გვიქმნის სინამსვილეში მოტივაციას?
დენიელ პინკის წიგნი - „დრაივ. რა გვიქმნის მოტივაციას სინამდვილეში“ - ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია მოტივაციის სფეროში, რაც კი მსოფლიოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწერა. წიგნი საფუძველშივე ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმ ფაქტორებზე, რაც მოქმედებს სამუშაოს შედეგებზე, შრომისადმი მოტივაციაზე, შემოქმედებაე. ყველა თავის აზრს ავტორი ამყარებს ადამიანი ქცევის ასეულ ფსიქოლოგიურ კვლევაზე.
დენის კინგი თავის წიგნში ყველაფერს თავდაყირა ატრიალებს. ის ქმნის მოტივაციის ფორმულას 3.0! მასთან ერთად თქვენი თანამშრომლები სამსახურში ისე ივლიან, როგორც ზეიმზე, ხოლო კადრების გადინება ნოლამდე დაეცემა.