ძიების შედეგი " 🌳 Ivermectin For Humans Where To Buy Canada ➡️ www.Ivermectin-Stromectol.com ⬅️ Ivermectin For Lice In Humans 🔷 Ivermectin 3 Mg Tablets Canada - Ivermectin 6mg Online Canada"
ადამიანი უსახოდ. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი აღმასვლა.
წიგნში ჰესენი აღწერს პუტინს, როგორც ადამიანს, რომელმაც შეძლო გამოსულიყო კგბ-ეს რიგებიდან და შემდეგ არა მხოლოდ უბრალოდ დაბრუნებულიყო კომიტეტში, არამედ სათავეში ჩადგომოდა მას. ბორის ელცინმა ის თავის მემკვიდრედ დატოვა. პუტინმა ძალიან მალე გაანადგურა დემოკრატიის ყველა ჩანასახი რუსეთში და ნელ-ნელა გააძლიერა თავისი ავტორიტარიზმი ბრუტანულ დონემდეც კი.
ფრიკონომიკა. ეკონომისტის აზრი - დისერტაცია მოვლენებს შორის მოულოდნელ კავშირზე.
წიგნში მოცემულია მარტივი და გასაგები აზსნა იმის, რომ ეკონომიკა მარტო მოთხოვნა-მიწოდების მრუდე არ არის, ეკონომიკა პირველ რიგში არიან ის ადამიანები, ვინც მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებას ახდენს.
წიგნის ავტორებს ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტ სტივენ ლევიტს და ჟურნალისტ სტივენ დაბნერს, საოცარი უნარი აქვთ - ჩამოაყალიბონ და წინ წამოწიონ მარტივი, მაგრამ აქამდე გაუჟღერებელი იდეები. ისინი ემხრობიან თეზისს, რომ თანამედროვე სამყარო მარტივად ასახსნელი და შესაცნობია, რისთვისაც საკმარისია არსებულ კრიტერიუმებსა და საზომებთან ხელით შეხება (პირდაპირი გაგებით).
ბიზნეს თავგადასავლები
იმისათვის, რომ გახდე წარმატებული, აუცილებელია იცოდე, რატომ არიან წარმატებული ადამიანები - წარმატებული და რატომ განიცდიან ფიასკოს. ეს წიგნი დაგეხმარებათ ისწავლოთ სხვის შეცდომებზე, კერძოდ კი ავტორის შეცდომებზე, რომელიც ცნობილი ჟურნალისტი და „ნიუ-იორკერის“მუდმივი რუბრიკის რედაქტორია - ჯონ ბრუკსი.
წიგნი ყოველმხრივ წარმოდგენას გიქმნის ზოგიერთ გასული საუკუნის გავლენიან ეკონომიკურ, ფინანსურ და ბიზნესის მოვლენებზე.
თვითონ ბილ გეიტსმა წიგნს „საქმიანი სამყაროს თავგადასავალი“ დაარქვა, რომელიც როგორც თავისი საყვარელი წიგნი, საჩუქრად მიიღო უორენ ბუფეტისგან.
დრაივი. რა გვიქმნის სინამსვილეში მოტივაციას?
დენიელ პინკის წიგნი - „დრაივ. რა გვიქმნის მოტივაციას სინამდვილეში“ - ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია მოტივაციის სფეროში, რაც კი მსოფლიოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწერა. წიგნი საფუძველშივე ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმ ფაქტორებზე, რაც მოქმედებს სამუშაოს შედეგებზე, შრომისადმი მოტივაციაზე, შემოქმედებაე. ყველა თავის აზრს ავტორი ამყარებს ადამიანი ქცევის ასეულ ფსიქოლოგიურ კვლევაზე.
დენის კინგი თავის წიგნში ყველაფერს თავდაყირა ატრიალებს. ის ქმნის მოტივაციის ფორმულას 3.0! მასთან ერთად თქვენი თანამშრომლები სამსახურში ისე ივლიან, როგორც ზეიმზე, ხოლო კადრების გადინება ნოლამდე დაეცემა.