ძიების შედეგი " 🔥 Ivermectin 12mg Pills 🍀 www.Ivermectin-OTC.com 🍀 Is Ivermectin Otc Over The Counter 🎇 Order Ivermectin 3mg Uk - Stromectol 12mg Tablets Usa"
ფრიკონომიკა. ეკონომისტის აზრი - დისერტაცია მოვლენებს შორის მოულოდნელ კავშირზე.
წიგნში მოცემულია მარტივი და გასაგები აზსნა იმის, რომ ეკონომიკა მარტო მოთხოვნა-მიწოდების მრუდე არ არის, ეკონომიკა პირველ რიგში არიან ის ადამიანები, ვინც მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებას ახდენს.
წიგნის ავტორებს ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტ სტივენ ლევიტს და ჟურნალისტ სტივენ დაბნერს, საოცარი უნარი აქვთ - ჩამოაყალიბონ და წინ წამოწიონ მარტივი, მაგრამ აქამდე გაუჟღერებელი იდეები. ისინი ემხრობიან თეზისს, რომ თანამედროვე სამყარო მარტივად ასახსნელი და შესაცნობია, რისთვისაც საკმარისია არსებულ კრიტერიუმებსა და საზომებთან ხელით შეხება (პირდაპირი გაგებით).
იასამნისფერი ძროხა
კარგი პროდუქტის ქონა, ხშირად აღარ არის საკმარისი. ჩვენს ირგვლივ იმდენი რეკლამა და ისეთი „საინფორმაციო ხმაურია“, რომ ჩვენი ცნობიერი უბრალოდ უარს ამბობს სარეკლამო გზავნილების აღქმაზე. იმისათვის, რომ „ფილტრში მოვხვდეთ“, რომლითაც თანამედროვე მომხმარებელი გარე სამყაროსგან იცავს თავს, საჭროა რაიმე გამორჩეული, მაგალითად იასამნისფერი ძროხა.
კლიენტები სამუდამოდ
კ.სუელი მარტივი ენით აღწერს რამხელა წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ფირმამ, სერვისის ხარისხის გაუმჯობესების და კლიენტისადმი გულწრფელი სითბოთი და ზრუნვით მიდგომის შემთხვევაში. მისი აზრით, კლიენტის შესანარჩუნებლად უნდა გადავხედოთ საკუთარ ხედვას არა მხოლოდ სერვისის, არამედ სამუშაოს ორგანიზების თვალსაზრისით, შრომის ანაზღაურებას, ადგილის სისუფთავეს, ლანდშაფტის დიზაინს და სხვა ბევრ დეტალს. წიგნი პირველად 1990 წელს გამოვიდა აშშ-ში და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ის ბესტსელერია.
ადამიანი უსახოდ. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი აღმასვლა.
წიგნში ჰესენი აღწერს პუტინს, როგორც ადამიანს, რომელმაც შეძლო გამოსულიყო კგბ-ეს რიგებიდან და შემდეგ არა მხოლოდ უბრალოდ დაბრუნებულიყო კომიტეტში, არამედ სათავეში ჩადგომოდა მას. ბორის ელცინმა ის თავის მემკვიდრედ დატოვა. პუტინმა ძალიან მალე გაანადგურა დემოკრატიის ყველა ჩანასახი რუსეთში და ნელ-ნელა გააძლიერა თავისი ავტორიტარიზმი ბრუტანულ დონემდეც კი.
კონკურენტული სტრატეგია: კონკურენტების და კატეგორიების ანალიზის მეთოდიკა
კონკურენტული სტრატეგია კონკურენტების დეტალურ კვლევას გულისხმობს და აღწერს იმ საერთო სტრატეგიებს, რომლებსაც ბაზრის ლიდერის პოზიციების მოსაპოვებლად წარმატებული კომპანიები იყენებენ. ეს არა მხოლოდ იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როგორ მოვახდინოთ ბაზარზე კონკურირება, ასევე გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია კონკურენტების შესახებ ინფორმაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება.