ძიების შედეგი " 🦇 Ivermectin For Humans Canada 💚 www.Ivermectin-OTC.com 💚 Ivermectin 12 Mg Usa 🔵 Oral Ivermectin For Humans Uk - Order Ivermectin 12 Mg Online Uk"
აინშტაინი
ავტორმა არა მხოლოდ დეტალურად და მარტივი ენით აღწერა ფარდობითობის თეორიის კონცეფცია და მისი აღმოჩენის ისტორია, არამედ მოგვითხრო აინშტაინზე - როგორც ადამიანზე. წიგნში უამრავი დოკუმენტური მასალაა მოწოდებული - წერილები, მოგონებები, დღიურის ჩანაწერები. ჩვენ წინაშე იხატება არაჩვეულებრივად ნიჭიერი, მეოცნებე და მეამბოხე, ჰუმანური და მოაზროვნე ადამიანის პორტრეტი.
ფრიკონომიკა. ეკონომისტის აზრი - დისერტაცია მოვლენებს შორის მოულოდნელ კავშირზე.
წიგნში მოცემულია მარტივი და გასაგები აზსნა იმის, რომ ეკონომიკა მარტო მოთხოვნა-მიწოდების მრუდე არ არის, ეკონომიკა პირველ რიგში არიან ის ადამიანები, ვინც მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებას ახდენს.
წიგნის ავტორებს ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტ სტივენ ლევიტს და ჟურნალისტ სტივენ დაბნერს, საოცარი უნარი აქვთ - ჩამოაყალიბონ და წინ წამოწიონ მარტივი, მაგრამ აქამდე გაუჟღერებელი იდეები. ისინი ემხრობიან თეზისს, რომ თანამედროვე სამყარო მარტივად ასახსნელი და შესაცნობია, რისთვისაც საკმარისია არსებულ კრიტერიუმებსა და საზომებთან ხელით შეხება (პირდაპირი გაგებით).
Word of Mouth Marketing
„სიტყვიერი რეკლამა“ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ კომმპანიის ირგვლივ დადებითი ჭორები და საუბრები უფრო ეფექტურ ინსტრუმენტად, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაა. მაგალითების სახით და საჭირო ინსტრუქციებით ეს წიგნი აღწერს თქვენი პროდუქტის შესახებ დადებითი საუბრების შესაძლებლობებს. პრინციპში წიგნი მოგვითხრობს უფასო სიტყვიერი ან წერითი რეკლამის შესახებ, რომლის მეშვეობითაც კმაყოფილი მომხმარებკები უყვებიან სხვებს, თუ რატომ მოწონთ ესა თუ ის პროდუქტი ან მომსახურება. „სიტყვიერი რეკლამა“ რეკლამის ისეთი ფორმაა, სადაც ადამიანები უფრო მეტად გამოხატავენ ნდობას, რადგან ადაიანი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობს, აკეთებს ამას ყოველგვარი სარგებლის გარეშე.