ადამიანი უსახოდ. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი აღმასვლა.

ადამიანი უსახოდ. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი აღმასვლა.

საუკეთესო შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი ულტრანაციონალი, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ყველაფერს აკეთებს რუსეთის მსოფლიოში ზემძლავრი ქვეყნის სტატუსის შესანარჩუნებლად, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე თავისი გავლენის მეშვეობით. უვარეს შემთხვევაში პუტინი, რომელმაც ამოხოცა თავისი მოწინააღმდეგეები და მონაწილეა ასობით უდანაშაულო სიცოცხლის დაღუპვაში. მოთხრობები მის შესახებ ხატავენ შურისმაძიებელი, ხარბი და თავისი თავით შეპყრობილი ლიდერის სურათს.

 

ახალგაზრდა ვლადიმერ პუტინი იყო მეომარი, ადვილად ბრაზდბოდა და ჯაშუშობაზე ოცნებობდა.

ვლადიმერ პუტინის ისტორია, რთულ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იწყება. ლენინგრადი, დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი, დანგრეული დაბომბისგან, ადამიანებიც ქალაქის მაგვარად ძლიერად დაზარალდნენ. სწორედ ამ გარემოში ჩამოყალიბდა პუტინი, როგორც აგრესორი და საფუძველი ჩაეყარა მის მიდრეკილებას  ძალადობისკენ.

ომმა პუტინის ოჯახს ძლიერი დარტყმა მიაყენა: პუტინის მამის ფეხები დამახინჯდა, დაიღუპა მისი ორი შვილი. 1952 წელს კი დაიბადა ვლადიმერ პუტინი.

ოჯახი პატარა 20 რვ.მ. ოთახში ცხოვრობდა, ფეჩით კომუნალურ მისაღებში და ტუალეტით კიბის ქვეშ. 25 წლამდე პუტინი ამ ადგილს სახლს უწოდებდა. 

ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, ბუტინი ადვილად ბრაზდებოდა. თავისი აგრესიის „ლომის წილი“ მან სამბოზე  - საბრძოლო ხელოვნებაზე გადაიტანა და შეჯიბრებებშიც ხშირად მონაწილეობდა; შედეგად ის ახალგაზრდული კომუნისტური ორგანიზაცია - ახალგაზრდა პიონერებისგან გარიცხეს.

პუტინის ახალგზრდობა არ იყო მხოლოდ სირთულეებით სავსე. ოჯახს ქონდა ტელეფონი, ტელევიზორი და ზაფხულის კაბინეტიც კი. როგორ შეეძლოთ ასეთი ფუფუნების უფლება მიეცათ საკუთარი თავისთვის, ასეთ რთულ დროს ?

როდესაც პუტინის მამა მეორე მსოფლიო ომში იღებდა მონაწილეობას, მას მაშინდელ საიდუმლო პოლიციაში კავშირები ქონდა. ომის შემდეგ ის აქტიურ რეზერვში დარჩამ ამგვარად შეინარჩუნა რა თავისი სამუშაო ადგილი ფაბრიკაში -  და ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, ის დამატებით ფულს იღებდა საიდუმლო პოლიციისგან.

დაახლოებით ამ პერიოდიშ დაინტერესდა პუტინი ჯაშუშის საქმიანობით. როდესაც მას 16 წელი შეუსრულდა, ის სამსახურში მოწყობის მიზნით - კგბ-ში მივიდა.

თუმცა მას აუხსნეს, რომ სანამ სპეცსამსახურის რიგებს შეუერთდებოდა, აუცილებელი იყო ბაკალავრის დიპლომის მიღება, ან სამხედრო გამოცდილება. ასე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პუტინი არასოდეს ყოფილა სამაგალითო სტუდენტი, მან ლენინგრადის უნივერსიტეტი დაამთავრა.

 

პუტინი კგბ- ბიუროკრატის როლში თავს მოწყენილად გრძნობდა; თუმცა ის ბერლინის კედლის დანგრევის მოწმე გახდა.

მას შემდეგ, რაც პუტინმა 1975 წელს ლენინგრადის უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეცსამსახურში მისი მუშაობის შესახებ ოცნება ახდა. თუმცა კგბში მუშაობისას უმეტეს ნაწილს, დოკუმენტების რუტინას ანდომებდა და არა ჯაშუშობას.

1980 წელს, მან კგბზე მუშაობისას ოთხი წელი გაატარა აღმოსავლეთ გერმანიაში; ის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა დრეზდენზე და არა ბერლინზე.  პუტინის საქმიანობა წარმოადგენდა პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მონიტორინგი და რეპორტინგი.

რეზდენში პუტინი და მისი მეუღლე, სხვა რუსი კგბს ჩინოვნიკების მეზობლად ცხოვრობდნენ. შესაძლოა არსებული სიტუაციით დათრგუნულმა, მან ლურიდს ზედმეტად მოხმარებისგან წონაში ძალიან მოიმატა.

80-იანი წლების დასაწყისში, სიტუაციამ შეცვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური პარტიის წინააღდეგ გამოსვლები დაიწყო, პუტინმა საბჭოთა კავშირსა და კგბს მხარდაჭერა განუცხადა. 

1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიის არეულობა და საპრიტესტო აქციები კომუნიზმის კრახს მოასწავებდნა. დრეზდენში აღმოსავლელი გერმანელები, თავისუფლებას საზღვრების გახსნაში ხედავდნენ, ისინი პრაღაში და ვარშავაში მიმავალ მატარებლებს ახტებოდნენ, რომ როგორმე დასავლეთ გერმანიის საელჩომდნენ მიეღწიათ.

შტაზი - რომელიც  აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობის საკონტროლოდ იყო შექმნილი, დაემხო ისევე, როგორც გერმანიის კედელი. საპროტესტო აქციები იყო გერმანიის ყველა დიდ ქალაქში; როდესაც ისინი დრეზდენის ოფისს მიუახლოვდნენ, სადაც პუტინი მუშაობდა, მისი სიტყვებით ის პირადად ესაუბრა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.  

იცოდა რა მუქარის შესახებ, პუტინი დაბრუნდა ოფისში, დაწვა ყველა საჭირო დოკუმენტი და პარალელურად შველას ითხოვდა. შენობის დასაცავად ჯარი მოგვიანებით მოვიდა, თუმცა ცხადი იყო, რომ მოსკოვი მეტს არაფერს იზამდა. ქვეყანამ, რომლის ერთგულიც პუტინი იყო, ის აღმოსავლეთ გერმანიაში მარტო დატოვა. 

გაბრაზებული და შეშინებული პუტინი, მეუღლესთან ერთად მალე თავისი მშობლების სახლში, ლენინგრადში ბრუნდება. 

 

You can read the whole summary in Georgian  here.


ყველა სიახლე