ბიზნეს თავგადასავლები
წიგნი წარმოდგენას გვიქმნის, გასული საუკუნის გავლენიან ეკონომიურ, ფინანსურ და საქმიან ეპიზოდებზე.
წიგნის წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით თუ რატომ დაარქვა მას ბილ გეითსმა „საქმიანი სამყაროს თავგადასავლები“, წიგნი მას, როგორც ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები მას საჩუქრად უორენ ბაფეტმა გადასცა.
ბოლოსდაბოლოს კიდევ სად შეიძლება გაიგოთ, რა საერთო აქვს მსოფლიოში ყველაზე მახინჯი მანქანის გამოშვებას, General Electric Company -ის ხელმძღვანელის თვალის ჩაკვრას ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის Piggly Wiggly -ს გაკოტრებას?
ეს და წიგნში გადმოცემული სხვა მოვლენები ამერიკის ბიზნესის ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ, შედეგები დღესაც საგრძნობია. მათ საფუძველი დაუდეს ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა შიდა ვაჭრობის დასასრული და თანამშრომლის უფლება იმუშაოს იმ თანამდებობაზე, რომელიც მოწონს.
ამ წიგნში გაიგებთ:
- თუ როგორ გაანადგურა კინაღამ უოლ სთრითმა Piggly Wiggly-ი;
- რატომ სრულდება მსხვილი კომპანიების თათბირები, როგორც წესი ფარსით;
- თუ როგორ მოხდა, რომ თვალის ჩაკვრის არასწორმა გაგებამ ჯენერალ ელექტრიკსი სასამართლომდე მიიყვანა.
1964 წელს, სპეკულანტებმა ფუნტ სტერლინგს შეუტიეს, ისე, რომ ცენტრალური ბანკირების კავშირმაც კი ვერშეძლო მისი დაცვა.
1960-ან წლებში, მსოფლიოს ყველა ვალუტას შორის, ბრიტანეთის ფუნტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟლ მათგანს წარმოადგენდა, თავისი ასაკისა და მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე. ამიტომ, როდესაც ფუნტს 1694 წელს ფინანსური სპეკულანტები დაესხნენ თავს, მთელი მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა თავი ვალდებულად ჩათვალეს დაეცვათ ის.
თავდასხმას საფუძველი 1944 წლის ბრეტტონ-ვუდის კონფერენციაზე ჩაეყარა, როდესაც განვითარებული ქვეყნების ეკონომისტებმა საერთაშორისო ფულადი გაცვლითი სისტემის შექმნა გადაწყვიტეს, სადაც ყველა ვალუტის გაცვლითი კურსი ფიქსირებული პროცენტული განაკვეთით იქნებოდა. ამ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მხარდაჭერის მიზნით ხელისუფლება იძულებული იყო ხშირად ჩარეულიოყო ვალუტის გაცვლის ბაზარზე, მისი შეძენის ან გაყიდვის გზით.
1964 წელს, ბრიტანეთი რთულ ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩდა: იგრძნობოდა დიდი სავაჭრო დეფიციტი. ვალუტის სპეკულიანტები მიიჩნევდნენ, რომ ბრიტანეთი ვერ შეძლებდა ფიქსირებული კურსის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და იძეულებული გახდებოდა დევალვაციისთვის მიემართა. შესაბამისად მათ ფუნტის საწინააღმდეგო სვლების განხორციელება დაიწყეს: მათ მისი ფასის დაგდება უნდოდათ.
არა მხოლოდ ფუნტი სტერგლინგის პრესტიჟის დაცემის წინაშე, არამედ საერთაშორისო გაცვლითი სისტემის კოლაფსის წინაშე აღმოჩენილი კავშირი ფედერალური სარეზერვო სისტემის თამადობით, თავდაცვის სისტემა ააგეს. მათ ფულის გაუფასურების თავიდან არიდების მიზნით ფუნტის შეძენა დაიწყეს.
თავდაპირევლად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ტაქტიკა მუშაობს და თავდასმის პირველი ტალღა მოგერიებულია. თუმცა სპეკულანტები აგრძელებდნენ თავდასხმას რამდენიმე წლის განმავლობაში.
ბოლოს, 1967 წელს, კავშირმა ვერ შეძლო მეტი ფუნტის შეძენა და დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა 14 პროცენტზე მეტ დევალვაციაზე წასულიყო.
ფუნტი სტერლინგისთვის ბრძოლა იყო ბრეტტონ-ვუდის სისტემის ნაკლის პირველი ნიშნები, მან თავისი მოღვაწეობა, ოთხი წლის შემდეგ 1971 წელს დაასრულა.
You can read the whole summary "Business adventures" here.