ძიების შედეგი " ☄ Buy Ivermectin 6 Mg ☀️ www.Ivermectin-6mg.com ☀️ Ivermectin 6 Mg Over The Counter 🌸 Order Ivermectin 3 Mg Canada . Order Ivermectin Otc Uk"
ერთხელ ჩრდილოეთ კორეაში
წიგნი „ერთხელ ჩრდილოეთ კორეაში“ გვთავაზობს მოგზაურობას და განხილვას მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად ცნობილ ქვეყანაში და მის პრივილეგირებულ ახალგაზრდებზე, რომელსაც ის „მონებს და ჯარისკაცებს“ უწოდებს.
აზროვნება სწრაფად ან ნელა
ჩვენი ქცევებსა თუ მოქმედებებს ჩვენივე აზრები განსაზღვრავს. ყოველთვის ძალგვიძს კი ჩვენი აზრების კონტროლი? ნობელის ლაურეატი დანიელ კანემანი, ხსნის, თუ რატომ ჩადიან ადამიანები ხშირად არარაციონალურ ქმედებებს და როგორ ხდება, რომ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ჩვენ აზროვნების ორი სისტემა გვაქვს. „ნელი“ აზროვნება ირთვება მაშინ, როდესაც ამოცანას ვხსნით ან მაღაზიაში პროდუქტს ვირჩევთ. ჩვეულებრივ გვეჩვენება, რომ პროცესებს წარმატებით ვაკონტროლებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცნობიერის უკან, ფონურ რეჟიმში მუდმივად მუშაობს „სწრაფი“ აზროვნება - ავტომატური, წამიერი და არაცნობიერი ...
Word of Mouth Marketing
„სიტყვიერი რეკლამა“ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ კომმპანიის ირგვლივ დადებითი ჭორები და საუბრები უფრო ეფექტურ ინსტრუმენტად, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაა. მაგალითების სახით და საჭირო ინსტრუქციებით ეს წიგნი აღწერს თქვენი პროდუქტის შესახებ დადებითი საუბრების შესაძლებლობებს. პრინციპში წიგნი მოგვითხრობს უფასო სიტყვიერი ან წერითი რეკლამის შესახებ, რომლის მეშვეობითაც კმაყოფილი მომხმარებკები უყვებიან სხვებს, თუ რატომ მოწონთ ესა თუ ის პროდუქტი ან მომსახურება. „სიტყვიერი რეკლამა“ რეკლამის ისეთი ფორმაა, სადაც ადამიანები უფრო მეტად გამოხატავენ ნდობას, რადგან ადაიანი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობს, აკეთებს ამას ყოველგვარი სარგებლის გარეშე.
აზროვნების ექვსი ქუდი
ექვსი ქუდის მეთოდი - ეს აზროვნების ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მუშა მეთოდია, რომელიც ინგლისელი მწერლის, ფსიქოლოგის და შემოქმედებითი აზროვნების სფეროს სპეციალისტის - ედვარდო დე ბონოს მეთოდია. თავის წიგნში „აზროვნების ექვსი აუდი“/ „Six Thinking Hats“, დე ბონო აღწერს, როგორც კოლექტიური, ასევე კერძო გონის მოქმედებას, მას უფრო პროდუქტიულს და გასაგებს ხდის.
მოქნილი გაყიდვები: როგორ გავყიდოთ ცვლილებების დროს
ეს წიგნი ზუსტად დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი მუშაობისთვის საჭირო უნარები და ინფორმაცია; განსაზღვროთ გაყიდვების ყველაზე ეფექტური მეთოდიკა; იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზა, რაც თქვენს განვითარებას უშლის ხელს; გახდეთ გაცილებით პროდუქტიული. შედეგი? თუ თქვენ სეილი ხართ - საქმის ნამდვილი ექსპერტი გახდებით, რომელსაც ნებისიერი პრობლემის გადაჭრა და ახალ ბაზართან, პროდუქტთან თუ კლიენტთან საქმის აწყობა შეგეძლებათ. თუ თქენ მმართველი ხართ - თქვენი გუნდი იმუშავებს ბევრად უფრო პროდუქტიულად და გაცილებით უკეთეს შედეგებს გაჩვენებთ.