ძიების შედეგი " 💫 Stromectol 3mg Pills 🏆 www.Ivermectin4Sale.com 🏆 Ivermectin 3 Mg Over The Counter Uk 🐋 Ivermectin For Humans Over The Counter Usa - Stromectol 6mg Online Usa"
აზროვნება სწრაფად ან ნელა
ჩვენი ქცევებსა თუ მოქმედებებს ჩვენივე აზრები განსაზღვრავს. ყოველთვის ძალგვიძს კი ჩვენი აზრების კონტროლი? ნობელის ლაურეატი დანიელ კანემანი, ხსნის, თუ რატომ ჩადიან ადამიანები ხშირად არარაციონალურ ქმედებებს და როგორ ხდება, რომ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ჩვენ აზროვნების ორი სისტემა გვაქვს. „ნელი“ აზროვნება ირთვება მაშინ, როდესაც ამოცანას ვხსნით ან მაღაზიაში პროდუქტს ვირჩევთ. ჩვეულებრივ გვეჩვენება, რომ პროცესებს წარმატებით ვაკონტროლებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცნობიერის უკან, ფონურ რეჟიმში მუდმივად მუშაობს „სწრაფი“ აზროვნება - ავტომატური, წამიერი და არაცნობიერი ...
იასამნისფერი ძროხა
კარგი პროდუქტის ქონა, ხშირად აღარ არის საკმარისი. ჩვენს ირგვლივ იმდენი რეკლამა და ისეთი „საინფორმაციო ხმაურია“, რომ ჩვენი ცნობიერი უბრალოდ უარს ამბობს სარეკლამო გზავნილების აღქმაზე. იმისათვის, რომ „ფილტრში მოვხვდეთ“, რომლითაც თანამედროვე მომხმარებელი გარე სამყაროსგან იცავს თავს, საჭროა რაიმე გამორჩეული, მაგალითად იასამნისფერი ძროხა.
Word of Mouth Marketing
„სიტყვიერი რეკლამა“ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ კომმპანიის ირგვლივ დადებითი ჭორები და საუბრები უფრო ეფექტურ ინსტრუმენტად, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაა. მაგალითების სახით და საჭირო ინსტრუქციებით ეს წიგნი აღწერს თქვენი პროდუქტის შესახებ დადებითი საუბრების შესაძლებლობებს. პრინციპში წიგნი მოგვითხრობს უფასო სიტყვიერი ან წერითი რეკლამის შესახებ, რომლის მეშვეობითაც კმაყოფილი მომხმარებკები უყვებიან სხვებს, თუ რატომ მოწონთ ესა თუ ის პროდუქტი ან მომსახურება. „სიტყვიერი რეკლამა“ რეკლამის ისეთი ფორმაა, სადაც ადამიანები უფრო მეტად გამოხატავენ ნდობას, რადგან ადაიანი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობს, აკეთებს ამას ყოველგვარი სარგებლის გარეშე.
აზროვნების ექვსი ქუდი
ექვსი ქუდის მეთოდი - ეს აზროვნების ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მუშა მეთოდია, რომელიც ინგლისელი მწერლის, ფსიქოლოგის და შემოქმედებითი აზროვნების სფეროს სპეციალისტის - ედვარდო დე ბონოს მეთოდია. თავის წიგნში „აზროვნების ექვსი აუდი“/ „Six Thinking Hats“, დე ბონო აღწერს, როგორც კოლექტიური, ასევე კერძო გონის მოქმედებას, მას უფრო პროდუქტიულს და გასაგებს ხდის.