აზროვნების ექვსი ქუდი
აზროვნების ექვსი ქუდი
ედ დე ბონო
ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მეთოდი
აზროვნების 6 ქუდის მეთოდი საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ გონების მოქნილობა, კრეატიულობა, გვეხმარება შემოქმედებითი კრიზისის დაძლევაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და მიზნების და ამოცანების სწორად ფორმულირებაში. განსაკუთრებით კარგად გამოიყენება უჩვეულო, ინოვაციური იდეების შეფასებისას, როდესაც სიტუაციის დეტალურად, ჰარმონიულად და ეფექტურად გადასაწყვეტად თითოეული აზრის გათვალისწინება - მნიშვნელოვანია.
ბევრ ჩვენთაგანს აზრები ერევა. ისინი ყოველგვარი მიზეზშედეგობრიობის გარეშე მოქმედებენ - რაციონალური აზროვნება ემოციასთან, მოგონებებთან და მომავლის იმედთან ერთიანდება. შედეგად ვიღებთ არეულობას, რაც ნათლად ფიქრში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვიშლის ხელს.
აზროვნება, სხვების მსგავსი უნარია, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ და დავხვეწოთ.
ეს წიგნი გვაწვდის სრულყოფილ სისტემას, საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ ისწავლით:
- მართოთ ემოციები
- ებრძოლოთ დაბნეულობას
- სისტემაში მოიყვანოთ ფიქრები
ექვსი ქუდის მეთოდის არსი
რა არის საღი აზროვნების ძირითადი ძირითადი დამაბრკოლებელი? პასუხია: უწესრიგობა.
როდესაც ინფორმაციას ვამუშავებთ, ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს ვებრძვით „ერთდროულად“: ემოციურს, ინფორმაციულს, ლოგიკურს, შემოქმედებითს და მომავალზე ორიენტირებულს. ამ სიტუაციაში, ინფორმაციის გადამუშავების მცდელობა, რამდენიმე ბურთით ერთდროულად ჟონგლიორობის ტოლფასია.
გამოსავალი ? ექვსი ქუდის მეთოდშია !
You can read the whole summary in Georgian here.