პარტიზანული მარკეტინგი: მარტივი ხერხი ნახოთ მოგება მცირე დანაზოგით

პარტიზანული მარკეტინგი: მარტივი ხერხი ნახოთ მოგება მცირე დანაზოგით

პარტიზანული მარკეტინგი ნიშნავს, კლიენტების მოსაზიდად ინოვაციური, არაძვირადღირებული მეთოდების გამოყენებას. ამ მეთოდების გამოსაყენებლად, დაგჭირდებათ იპოვოთ ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენი კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიას. ეს შეიძლება იყოს ონლაინ მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა ან რაიმეს საჩუქრად გადაცემა.

წიგნი, რომელიც 1984 წელს იქნა გამოცემული, მარკეტინგის კლასიკაა  - „პარტიზანული ომები“ ყველა მარკეტოლოგისთვის სავალდებულო წასაკითხია. ეს სტრატეგია ხსნის, კრეატიულობის დახმარებით, თი როგორ გახდნენ პატარა ფირმები მცირე მარკეტინგული ბიუჯეტით, მსხვილი კომპანიების ღირსეული კონკურენტები.

 

მარკეტინგი მსხვილ და მცირე კომპანიებში

მარკეტინგული წიგნების უმეტესობა, მოგვითხრობს მსხვილი კორპორაციების გამოცდილების შესახებ, უზარმაზარი ბიუჯეტებით. მაგალითად, ფილიპ კოტლერის „მარკეტინგის საფუძბლებში“ მოყვანილია მაგალითები Coca-Cola-ს, Procter & Gamble-ის, PepsiCo-ს, Merck-ის და სხვა კომპანიების, რომელთა სარეკლამო ბიუჯეტი მილიარდი დოლარით განისაზღვრება.  სიტუაცია სრულად 1984 წელს შეიცვალა, როდესაც ჯეი კონრად ლევინსონმა თქვა: „ის, რაც კარგია გიგანტური კორპორაციებისთვის, არ გამოგვადგება მცირე ბიზნესისთვის“! „მათთვის საჭიროა თავისი, განსაკუთრებული მარკეტინგი“ და გამოუშვა წიგნი, იმაზე, თუ როგორ შეიძლება რეკლამა გავუწიოთ კომპანიას მცირე მარკეტინგული ბიუჯეტით ან საერთოდ მის გარეშე.  როგორ? ჩავანაცვლოთ თანხობრივი ინვესტიცია ძალის, დროის და კრეატივის ინვესტიციით.  წიგნი გვასწავლის, როგორ დავგეგმოთ მარკეტინგი, როგორ გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი სარეკლამო კამპანია, როგორ მოვიძიოთ ახალი, კლიენტების მოძიების ჩვენთვის უჩვეულო მეთოდები, როგორ მივიღოთ რეკლამისგან მაქსიმუმი ტრადიციულ მედია არხებში და „მცირე“ სარეკლაო ინსტრუმენტებში - ლიფლეტებიდან დაწყებული, სავიზიტო ბარათებით დამთავრებული...

თავდაპირველად პარტიზანული მარკეტინგი, მხოლოდ მცირე ბიზნესისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დღეს მას მსხვილ კომპანიებშიც წარმატებით იყენებენ. ამიტომ მიუხედავად მასშტაბისა, ეს ნაწარმოები სამაგიდო წიგნს უნდა წარმოადგენდეს, როგორც მცირე, ასევე მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელისა, თუ მარკეტინგის მენეჯერისთვის.

 

ისწავლეთ მაქსიმალური ხმაურის გამოწვევა, თითოეული თქვენი მარკეტინგული აქტივობიდან.

1980 წლის დასაწყისში, როდესაც მან პირველად გამოუშვა დამაინტრიგებელი სათაურის მქონე წიგნი „პარტიზანული მარკეტინგი“, ჯეი კონრად ლევინსონმა  რევოლუცია მოახდინა მარკეტინგის სფეროში. მას შემდეგ ტერმინი ფართოდ გავრცელდა და დღეს, პარტიზანული მარკეტინგი  - თითოეული პროფესიონალი მარკეტოლოგი იარაღია.

ლევინსონის კლასიკის, მოცემული, რედაქტირებული ვარიანტი, გხნის თუ როგორ არის შესაძლებელი ახალი, ინოვაციური მარკეტინგული მეთოდების დახვეწა, მიუხედავად იმისა, მცირე ბიზნესის მფლობელები ვართ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს მსხვილი კონკურენტის მარკეტინგულ აქტივობებს არ ჩამორჩეს, თუ ამ უკანასკნელის მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელი.

ამ წიგნში თქვენ გაიგებთ:

• რატომ არის ზოგჯერ უფრო მომგებიანი, ნივთების უბრალოდ დარიგება და არა გაყიდვა;

• როგორ შეიძლება მოხდეს, რომ მარკეტინგულმა კამპანიამ გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნას და იყოს წაგებაში;

• რატომ უნდა ვიმეგობროთ ჟურნალისტებთან. 

 

You can read the whole summary  "Guerrilla marketing"  (online)  here.


ყველა სიახლე